ათონის ზოგრაფის მონასტერს ახალი წინამძღვარი ჰყავს


დღეს 12 აპრილს, არქიმანდრიტ ამბროსის გარდაცვალების შემდეგ ათონის წმინდა მთის ზოგრაფის მონასტერში ახალი წინამძღვრის არჩევნები გაიმართა.
 
არჩევნები ათონის წმინდა მთის და ზოგრაფის მონასტრის შინაგანაწესის შესაბამისად ჩატარდა. ახალ წინამძღვრად არქიმანდრიტი გაბრიელი აირჩიეს.
 
მამა გაბრიელი (ერში გიორგი კარატოტევი) 1973 წლის 11 დეკემბერს დაიბადა ქალაქ სოფიაში. ზოგრაფის სავანეში 1997 წლის 20 დეკემბერს მივიდა და ზუსტად 1 წელიწადში აღკვეცეს მონაზვნად. 2003 წლიდან იგი მღვდელ-მონაზონია.
 
წყარო: https://bg-patriarshia.bg/news/izbran-be-nov-igumen-na-zografskia-manastir-na-sv-gora-aton?fbclid=IwY2xjawJnIb5leHRuA2FlbQIxMAABHk8Ha5RBQhj5RmmTezsocs9N_JxP_MzoqRJkrnba6vJBDgg5VsEal0lxPXFl_aem_VLNQxhfAdubJGaAaYOLEfA

მსგავსი განცხადებები: