- 2025/04/16
რუსეთის საპატრიარქოს თქმით, "ახალი კანონი აიძულებს მორწმუნეებს კავშირი გაწყვიტონ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდთან. ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასის, მრევლის მიერ არაერთხელ დაფიქსირებულ პოზიციას, დარჩნენ თავისი სასულიერო იერარქიის ერთგულნი. აღნიშნული ქმედება ესტონეთის 250 000 მორწმუნე მოქალაქის დისკრიმინაცია და აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვაა".
რუსეთის საპატრიარქო ესტონეთის ხელისუფლების მოქმედებებს ათეისტური რეჟიმის დროინდელ მეთოდებს ადარებს; მხარდაჭერა გამოუცხადა ტალინისა და სრულიად ესტონეთის მიტროპოლიტ ევგენის, სასულიერო პირებს და მრევლს. საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა გაერკვეს საქმის ვითარებაში.
"მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას განსაჯოს მართლმადიდებელთა სინდისზე ზეწოლა, ესტონეთის ხელისუფლების უკანონო ჩარევა ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა საქმეებში, რომელიც თვალნათლივ აიგნორებს რელიგიური თავისუფლების საერთაშორისო პრინციპებს".
გაცნობებთ, რომ 2025 წლის 9 აპრილს ესტონეთის პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც ცვლილება შევიდა "ეკლესიებისა სამრევლოების შესახებ კანონში", რომელიც მიემართება ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას ქვეყნის ტერიტორიაზე.
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19
- 2024/11/27
- 2024/12/24
- 2024/12/24
- 2025/03/12
- 2025/04/18
- 2025/04/21