ესტონეთის პარლამენტმა მოსკოვის საპატრიარქოს 'ამკრძალავი' კანონი მიიღო


ეკლესიებისა და სამრევლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების ინიციატორი ესტონეთის ხელისუფლებაა.
 
ცვლილება მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს ესტონეთში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების მტრობისა და სიძულვილის გაღვივებისთვის გამოყენება.
 
ცვლილებას მხარი დაუჭირა 60-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 13, ხოლო 16-მა თავი შეიკავა.
 
მას შემდეგ რაც კანონი ძალაში შევა, ესტონეთის მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესია (ყოფილი მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესია) ვალდებული იქნება კავშირი გაწყვიტოს რუსეთის საპატრიარქოსთან.
 
კანონში ცვლილებების შეტანის მიზეზი გახდა მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის ღია მხარდაჭერა.
 
წყარო: https://rus.err.ee/1609658999/rijgikogu-prinjal-izmenenija-v-zakon-o-cerkvjah-i-prihodah

მსგავსი განცხადებები: