ესტონეთში მოსკოვის ეკლესიამ რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ აშშ-ის კომისიას საჩივრით მიმართა


 
ესტონეთის მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის (ყოფილი მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესია) წარმომადგენლებმა რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ აშშ-ის კომისიას (USCIRF) ოფიციალური განცხადებით მიმართეს და მოუწოდეს "მოახდინონ რეაგირება ესტონეთის ხელისუფლების მიერ დისკრიმინაციული კანონის მიღებაზე, რომელიც ადმინისტრაციული ზეწოლისთვის გამოიყენება".
 
განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები არღვევს აღმსარებლობის თავისუფლებას, ერევა რელიგიური გაერთიანებების კანონიკურ კავშირებში, რამაც საბოლოოდ შეიძლება ისინი არსებობის იძულებით შეწყვეტასთან მიიყვანოს.

მსგავსი განცხადებები: