ამა წლის 20 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა გიორგი კალანდიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით ყველა არასრულწლოვან მსჯავრდებულს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა მიულოცა და მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა და სადღესასწაულო ნობათი - სანთლები, კვერცხი, პასკა და ტკბილეული გადასცა.
სააღდგომო საჩუქრები მიიღეს №5 (ქალთა) დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულებმაც.
ფოტო: სპეციალური პენიტენციური სამსახური