- 2025/04/21
ორშაბათს, 2025 წლის 21 აპრილს, თავის რეზიდენციაში, ვატიკანის წმინდა მართას სახლში, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა პაპი ფრანცისკე.
დილის 9:45 წუთზე, კარდინალმა კევინ ფარელმა, სამოციქულო პალატის კამერლენგომ, წმინდა მართას სახლში განაცხადა:
,,უძვირფასესო ძმებო და დებო, ღრმა მწუხარებით უნდა გამცნოთ ჩვენი წმინდა მამის, ფრანცისკეს გარდაცვალება. დღეს დილას, 7:35 წუთზე, რომის ეპისკოპოსი ფრანცისკე მამის სახლს დაუბრუნდა. მთელი მისი ცხოვრება მიძღვნილი იყო უფლისა და ეკლესიის მსახურებას. მან გვასწავლა სახარების ღირებულებებით ცხოვრება - ერთგულებით, გამბედაობითა და საყოველთაო სიყვარულით, განსაკუთრებით - ყველაზე ღარიბი და მარგინალური ადამიანების მიმართ. მადლიერნი ვართ მისი, როგორც უფალ იესოს ჭეშმარიტი მოწაფისა, მაგალითით. ვაბარებთ პაპ ფრანცისკეს სულს ერთი და სამპიროვანი ღმერთის დაუსრულებელ, მოწყალე სიყვარულს."
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 14 თებერვალს პაპი მოათავსეს Agostino Gemelli-ის საავადმყოფოში, ბრონქიტის შეტევის გამო.
პაპ ფრანცისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან დამძიმდა, მისმა ექიმებმა ორმხრივი პნევმონია დაუდგინეს.
საავადმყოფოში გატარებული 38 დღის შემდეგ პაპი დაბრუნდა ვატიკანის რეზიდენციაში, წმინდა მართას სახლში, მკურნალობის გასაგრძელებლად.
წყარო: Vatican News
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19
- 2024/11/27
- 2024/12/24
- 2024/12/24
- 2025/03/12
- 2025/04/18
- 2025/04/21