დაიწყო ღირებულებითი განათლების კლუბის წევრ მოსწავლეთა ვიზიტები ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში


ამა წლის 23 აპრილს დაიწყო ღირებულებითი განათლების კლუბის წევრ მოსწავლეთა ვიზიტები ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
 
კლუბის წევრებს მასპინძლობა თავად ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ გაუწია, რომელიც მათ წიგნიერების მნიშვნელობაზე, ქართული ბეჭდური წიგნის ისტორიასა და ქართული დამწერლობის წარმოშობაზე ესაუბრა. მან მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებისა და აქ დაცული იშვიათი გამოცემების შესახებ.
 
„წიგნი თანამედროვე ეპოქაში ხშირად მოდაში აღარ არის, რადგან წიგნები უკვე კომპიუტერშია ატვირთული. ეროვნულ ბიბლიოთეკას ციფრული ბაზებიც აქვს, მაგრამ ჩვენს ფონდებში 4 მილიონზე მეტი წიგნი ინახება, მათ შორისაა იშვიათი გამოცემები. პირველი ქართული სტამბა 1709 წელს მეფე ვახტანგ VI-მ გამართა, მას ქართველი ანთიმოზ ივერიელი დაეხმარა. ამ სტამბაში დაიბეჭდა საღვთო წიგნები და „ვეფხისტყაოსანი“. წიგნი ევროპაში უფრო ადრე, XV საუკუნეში გაჩნდა, მანამდე იყო ხელნაწერები. ჩვენი ბიბლიოთეკა, რომელიც 1846 წლიდან არსებობს, ძველნაბეჭდ წიგნებსაც ინახავს და თანამედროვე ეპოქასაც უწყობს ფეხს“, - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

მსგავსი განცხადებები: