სააღდგომო ღონისძიება ქალთა №5 პენიტენციურ დაწესებულებაში


ამა წლის 30 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, ქალაქ რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან არსებული სამრევლო სკოლის მგალობელთა გუნდმა „დედაშვილობამ“ ქალთა №5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდადებულებს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული მიულოცა და მათთვის ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები შეასრულა.
 
ღონისძიებაში მსჯავრდადებულებიც ჩაერთნენ და მუსიკალური ნომრები როგორც დამოუკიდებლად, ისე ანსამბლის წევრებთან ერთად წარმოადგინეს. ამასთან, მათ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან სააღდგომო საჩუქარი - საეკლესიო ნივთები, ლიტერატურა და ტკბილეული გადაეცათ.
 
ფოტო: სპეციალური პენიტენციური სამსახური

მსგავსი განცხადებები: