ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა


ამა წლის 4 მაისს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარში ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა.
 
მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ:
დეკანოზები: იოანე მიხელიძე, ონოფრე რატიანი, ბასილ გამთენაძე, პავლე ჩხიკვაძე და გიორგი გაფრინდაშვილი.
 
გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ:
დეკანოზები: ილია ლომთათიძე, გიორგი ჩიხლაძე, მიქაელ თურქაძე, ბასილ კუჭუხიძე, არსენ სადუნიშვილი, ლუკა ბუცხრიკიძე, იოანე ბოჭორიშვილი და სოფრონ ცალანი.
 
დეკანოზის ხარისხითა და გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა მღვდელი ლავროს მამარდაშვილი.
 
იღუმენის ხარისხითა და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა მღვდელ-მონაზონი გიორგი (გვეტაძე).
 
დეკანოზის ხარისხითა და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ:
მღვდლები: გიორგი ამყოლაძე, მაქსიმე ცუცქირიძე, ზაქარია ცხადაძე, არსენ ხეცურიანი, სვიმონ ყურაშვილი, იაკობ ბენიძე და ზოსიმე ბუხაიძე.
 
იღუმენიის ხარისხითა და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა მონაზონი ნინო (ნიქაბაძე).

მსგავსი განცხადებები: