- 2025/05/27
ამა წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) სამღვდელოებასთან, ტაძრის მგალობლებთან და წმინდა სამების საკათედრო ტაძრის სამრევლოს სკოლის გუნდთან ერთად (ხელმძღვანელი ნონა მახათაძე) მანგლისის სიონის საკათედრო ტაძარში გადაიხადა პარაკლისი, შემდეგ კი ეკლესიის ეზოში მოეწყო საზეიმო ღონისძიება სამრევლო სკოლის მოსწავლეთა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის წარმომადგენელთა მონაწილეობით. კონცერტის ბოლოს დამსწრეთ სიტყვით მიმართა მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, ბატონმა გიორგი წიკლაურმა.
ეს იყო გამორჩეული დღე როგორც ეპარქიის, ისე მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში.
ღონისძიების შემდეგ სამრევლო სკოლის გუნდმა დიდგორის ველი მოინახულა. აქ მღვდელ გიორგი ჯანჯღავას მიერ გადახდილ იქნა პანაშვიდი სამშობლოსათვის თავდადებულთა სულთა საოხად.
სამრევლო სკოლის 100 მოსწავლე დიდი შთაბეჭდილებით დაბრუნდა თბილისში.
მსგავსი განცხადებები:
- 2023/01/16
- 2023/01/17
- 2023/05/14
- 2023/06/26
- 2023/10/09
- 2023/10/12
- 2023/10/19
- 2023/12/13
- 2024/01/15
- 2024/01/18
- 2024/01/19
- 2024/01/23
- 2024/01/24
- 2024/05/07
- 2024/05/07
- 2024/05/09
- 2024/05/15
- 2024/05/16
- 2024/05/28
- 2024/07/28
- 2024/08/28
- 2024/09/03
- 2024/12/02
- 2025/05/17
- 2025/05/17
- 2025/05/17
- 2025/05/17