თბილისის 178-ე საჯარო სკოლის ღირებულებითი განათლების კლუბის წარმომადგენლებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მეომრების დედებისთვის ღონისძიება გამართეს


ამა წლის 28 მაისს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, თბილისის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის 178-ე საჯარო სკოლის ღირებულებითი განათლების კლუბის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მეომრების დედებისთვის ღონისძიება გამართეს.
 
მოსწავლეებმა აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების დედებს მათ მიერ მომზადებული წერილები და მუსიკალური ნომერი წარუდგინეს.
 
შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ამავე სკოლის ღირებულებითი განათლების კლუბის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა შალვა ჯაჯანიძემ გახსნა, რომელმაც აღნიშნული დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
 
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აგრეთვე სასწავლებლის დირექტორმა, ნანა ლაბაძემ და აღნიშნული ღონისძიების თანაორგანიზატორმა, პედაგოგმა ნესტან ღამბაშიძემ.
 
დასასრულს, დაღუპული მეომრების დედებმა საინტერესო ღონისძიებისთვის სკოლის მოსწავლეებს და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს.
 
ფოტო: ნინო სოზაშვილი

მსგავსი განცხადებები: