- 2025/05/31
ამა წლის 29 მაისს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, თბილისის 182-ე საჯარო სკოლის ღირებულებითი განათლების კლუბის ხელმძღვანელი, დეკანოზი ლუკა ბუჩუკური და ამავე კლუბის მოსწავლეები ხანდაზმულთა პანსიონატ „ბასილიადას“ ეწვივნენ, ბენეფიციარებს ამაღლების დღესასწაული მიულოცეს, საჩუქრები გადასცეს და საგანგებოდ მათთვის მომზადებული მუსიკალური და საცეკვაო ნომრები წარუდგინეს.