გარდაიცვალა მღვდელ-მონაზონი გაბრიელი (ალბოროვი)


ამა წლის 4 ივნისს გარდაიცვალა ძამის ხეობის კოდმანის ღირსი გაბრიელ ათონელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი გაბრიელი (ალბოროვი).
 
მღვდელ-მონაზონი გაბრიელი დაიკრძალება შაბათს, 7 ივნისს ამავე მონასტრის ეზოში.
 
მწუხარებას გამოვთქვამთ მღვდელ-მონაზონ გაბრიელის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ რუის-ურბნისის ეპარქიას, მონასტრის საძმოს, განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს.
 
უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.
 
გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მღვდელ-მონაზონი გაბრიელი.

მსგავსი განცხადებები: