საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის დაარსებიდან 9 წელი გავიდა


საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის დაარსებიდან 9 წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით საიუბილეო ღონისძიება კრწანისში, ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართა. ცერემონიას სამხედრო მეთაურები, ჯარისკაცები და მათი ოჯახის წევრები დაესწრნენ.
 
ღონისძიებაზე უწყებრივი მედლებით, მადლობის სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ წარმატებული სამხედრო მოსამსახურეები.
 
სხვა პირებთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, კრწანისის საერთო საჯარისო ცენტრის კაპელანმა (სამხედრო მოძღვარმა), დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა, რომელმაც დალოცა და წარმატებები უსურვა ქართულ ჯარს.
 
დღესვე თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.
 
საიუბილეო ღონისძიებაზე სპეციალურად მოწყობილ გამოფენაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საერთო საჯარისო ცენტრში არსებულ შეიარაღებასა და ტექნიკას.
 
ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მსგავსი განცხადებები: