დისკუსია ანაკლიის საზაფხულო ბანაკში


ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ საზაფხულო ბანაკებში ყოველკვირეულად იმართება დისკუსიები ახალგაზრდებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე, რომელსაც უზრუნველყოფენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი სასულიერო პირები.
 
მორიგ შეხვედრაზე, რომელიც ამა წლის 6 აგვისტოს ანაკლიის ბანაკში გაიმართა, საუბარი შეეხო 1921 წელს სამშობლოსათვის შეწირული იუნკერების გმირულ თავდადებას და განხილულ იქნა ჭეშმარიტი და ფსევდო პატრიოტიზმი, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ეროვნული სულისკვეთება.
 
ფოტო: ნინო სოზაშვილი

მსგავსი განცხადებები: