ამა წლის 9 აგვისტოს კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში პროექტ „ჯარის ბანაკის“ დახურვის ცერემონია გაიმართა.
აღნიშნული პროექტი უკვე მესამე წელია ხორციელდება და მისი იდეის ავტორი და მხარდამჭერი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურია, რის გამოც მას წელსაც გადაეცა სამახსოვრო დაფა დროშით. აღნიშნული დროშა აღმართული იყო სერჟანტთა აკადემიაში 2025 წლის „ჯარის ბანაკის“ როტაციების დროს.
ამ დროისთვის პროექტში მონაწილეობა ათასობით მოზარდმა მიიღო.
ფოტო: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; ჯგუფი "ჯარის ბანაკი".









































