საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის აქტივობები ბაკურიანის საზაფხულო ბანაკში


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბაკურიანში აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსწავლეებისთვის რვადღიანი საზაფხულო ბანაკი გაიმართა.
 
პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო, სპორტულ-შემეცნებითი აქტივობები და ტრენინგები ჩატარდა.
 
აღნიშნულ პროექტში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წარმოდგენილი ორი აქტივობით: პირველი გახლდათ დისკუსია მოზარდებთან პატრიოტიზმზე, ცხოვრების მიზნებსა და პროფესიის არჩევაზე, ცნობილი ადამიანებისა და სასულიერო პირის ჩართულობით, მეორე კი იყო თეატრალური წარმოდგენა, რომელიც იუნკერთა გმირობის გაცნობას ისახავდა მიზნად.

მსგავსი განცხადებები: