f ლინკი
ამა წლის 7 სექტემბერს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეწიეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარში არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისა და გორთაფონის წმინდა მამამთავართა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი მიქაელი (დოლიძე).























