ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი ლექცია გაიმართა


f ლინკი
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში გრძელდება შეხვედრები ადიქციის, ფსიქო-სოციალურ და სულიერ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელშეწყობით ხორციელდება და სასულიერო პირები და ფსიქოლოგები წარმართავენ.
 
აღნიშნულ ღონისძიებებს ყოველ ჯერზე ასობით სტუდენტი ესწრება და ამ დროისთვის მათი რიცხვი 5000-ზე მეტს აღწევს.
 
შეხვედრაზე, რომელიც ამა წლის 8 სექტემბერს შედგა, ჩხოროწყუს წმინდა კეთილმსახური მეფის, დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, მღვდელმა გიორგი ქვარცხავამ და ფსიქოლოგმა თაზო ტუღუშმა გამართეს ერთობლივი ლექცია ალკო, თამბაქო და გაჯეტ დამოკიდებულების, ამ საკითხებისადმი მართებული ცნობიერების ამაღლებისა და პრევენციის შესახებ.
 
აღსანიშნავია, რომ ხსენებული პროექტის მიზანი არის ახალგაზრდებთან ღია დიალოგისა და ფსიქოგანათლების დონის ამაღლების ჩართულობით გაიზარდოს მათი ცნობიერება ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, აღმოიფხვრას დაავადების მიმართ სტიგმატური დამოკიდებულება, სულიერ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ახალგაზრდებში პოპულარიზება გაუწიოს ჯანსაღი ცხოვრების წესს და მისი არჩევის უალტერნატივობას.

მსგავსი განცხადებები: