f ლინკი
ამა წლის 12 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ადგილზე მყოფ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა.
ტაძარი, რომლის მშენებლობაც დასრულების ეტაპზეა, იმ ისტორიული იერსახით აღდგა, რაც მას თავდაპირველად ჰქონდა და აღდგენილ ტაძარზე შენარჩუნებულია უძველესი დეტალები. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს გუმბათის გადახურვა.
ტაძრის რეაბილიტაციისთვის ფონდმა “ქართუმ” დღემდე 9 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. პროექტის საორიენტაციო ღირებულება 12 მილიონი ლარია.
მიტროპოლიტმა თეოდორემ მთავრობის მეთაურს მრევლის სახელით, საჩუქრად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი გადასცა.
ფოტო: საქართველოს მთავრობა



























