გაეცანით ქუთაის-გაენათის ეპარქიაში გასამართი საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გეგმას


f ლინკი
2025-2026 წლებში საქართველოს ეკლესიაში, ქუთაის-გაენათის ეპარქიაში სამი საიუბილეო თარიღის: საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელი, დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელი, დიდმოწამე ქეთევან დედოფლის გარდაცვალებიდან 400 წელი - მიძღვნილი ღონისძიებების გეგმა:
 
20 სექტემბერი:
 
10:00 სთ. სამეცნიერო კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (სააქტო დარბაზი). მომხსენებლები:
 
1. აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ვლადიმერ წვერავა - „დავით აღმაშენებელი და ამიერკავკასია“. მგალობელთა გუნდი „სიხარული“.
 
2. გელათის სასულიერო სემინარია-აკადემიის პროფესორი, ისტორიის აკადემიური დოქტორი ირაკლი ლორთქიფანიძე - „რუის-ურბნისის საეკლესიო კრება“.
 
3. ისტორიის დოქტორი, გელათის სასულიერო აკადემიის პროფესორი ლევან ტყეშელაშვილი - „წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი და გელათის სამეფო საძვალე“.
მგალობელთა გუნდი „სიხარული“.
 
4. ქუთაისის ცენტრალური არქივის დირექტორი, აკადემიკოსი მერაბ კეზევაძე - „გელათის მონასტრიდან 1920 წელს საგანძურის გატანის ისტორიისათვის“.
 
12:30 სთ. ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმი:
საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით უძველეს ხელნაწერთა და გელათთან დაკავშირებულ სიწმინდეთა და სიძველეთა გამოფენა-დათვალიერება. მგალობელთა გუნდი „სიხარული“.
 
მოხსენება: აკაკი წერეთლის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ ისაკაძე - „გეგუთის სამეფო სასახლის სავარაუდო გეგმა“.
 
17:00 სთ. - ლოცვა ქუთაისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების-სიონის (ბაგრატი) საკათედრო ტაძარში.
 
21 სექტემბერი:
 
10:00 სთ. - საღმრთო ლიტურგია ქუთაისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების - სიონის (ბაგრატი) საკათედრო ტაძარში. წირვის დასრულების შემდეგ შედგება სადღესასწაულო მსვლელობა ბაგრატიდან გელათის მონასტრისკენ ჯვარ-ხატებით.
 
13:30 სთ. - პარაკლისი წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის საფლავზე.
 
14:30 სთ. - ფილმის ჩვენება გელათის ისტორიული აკადემიის შენობაში. მგალობელთა გუნდების გამოსვლა.
 
პრეზენტაცია წიგნების: „გელათი“, „დავით აღმაშენებელი“.
 
ღონისძიების მონაწილეებს დაურიგდებათ ბუკლეტები და საიუბილეო მონოგრაფიები: „დავით აღმაშენებელი“, „გელათი“, „რუის-ურბნისის ძეგლისწერის ხელნაწერის რეტოპრინტული გამოცემა“.
 
საიუბილეო ღონისძიებებში ჩართული იქნებიან ჩოხოსნები და „მორწმუნე მანდილოსანთა საზოგადოება“.

მსგავსი განცხადებები: