f ლინკი
ოთხშაბათს, 17 სექტემბერს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე III და მოსკოვის პატრიარქი კირილე ერთმანეთს შეხვდნენ.
შეხვედრას მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, არქიმანდრიტი ფილარეტ ბულეკოვიც ესწრებოდა.
ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა გულთბილ გარემოში გაიმართა. ეკლესიათა პირველიერარქებს საშუალება ჰქონდათ განეხილათ სხვადასხვა თემები, რომლებიც მსოფლიო მართლმადიდებლობას ეხება.
წყარო: https://www.romfea.gr/patriarxeia-ts/patriarxeio-mosxas/71955-synantisi-patriarxi-ierosolymon-me-ton-patriarxi-mosxas























