f ლინკი
ამა წლის 25 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ და მისმა მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა ა(ა)იპ “საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის” წევრები მიიღეს. აღნიშნული ვიზიტი პროექტის “ახალგაზრდა ლიდერები სახელმწიფო პროგრესისთვის” ფარგლებში შედგა.
შეხვედრამ გულთბილ ატმოსფეროში ჩაიარა, მოძღვრებმა ახალგაზრდებისთვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხეს.






































