ეპისკოპოსმა მიქაელმა (გაბრიჭიძე) ახალი ტაძარი აკურთხა


f ლინკი
ამა წლის 24 სექტემბერს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა (გაბრიჭიძე) დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალივში სამასი არაგველის სახელობის ახალაგებული ტაძარი აკურთხა.
 
წირვას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი და დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე.
 
წირვის შემდეგ ეპისკოპოსმა მიქაელმა პარაკლისი გადაიხადა სოფელ ნაღვარევის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც ბრძოლის წინ სამასმა არაგველმა დადო ფიცი.

მსგავსი განცხადებები: