გარდაიცვალა მღვდელ-მონაზონი ეგნატე (ჯოგლიძე)


f ლინკი
ამა წლის 13 ოქტომბერს გარდაიცვალა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ეგნატე (ჯოგლიძე).
 
მღვდელ-მონაზონი ეგნატე დაიკრძალება ხუთშაბათს, 16 ოქტომბერს ამავე მონასტრის ეზოში.
 
მწუხარებას გამოვთქვამთ მღვდელ-მონაზონ ეგნატეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს.
 
უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.
 
გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მღვდელ-მონაზონი ეგნატე.

მსგავსი განცხადებები: