საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე პლატფორმის 'ქართული ენა ემიგრანტებისთვის' პრეზენტაციას დაესწრნენ


f ლინკი
ამა წლის 23 ოქტომბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ახალი პლატფორმის ,,ქართული ენა ემიგრანტებისთვის‘‘ პრეზენტაციას დაესწრნენ, რომელიც დიასპორისთვის ქართული ენის სწავლების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პროექტის შემუშავებაში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის კუთხით ახალი პლატფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
 
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აგრეთვე დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მასწავლებელთა ეროვნული გადამზადების ცენტრს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის ეს ურთიერთობა ახალ ფაზაში შედის და სკოლებში ღირებულებითი განათლების შეტანა ძალიან წაადგება როგორც მოსწავლის, ისე მშობლებისა და ზოგადად, სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებს.
 
პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებმა თამარ მახარაშვილმა და ზვიად გაბისონიამ, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკა ხუციშვილმა და სხვა პირებმა.
 
ფოტო: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მსგავსი განცხადებები: