f ლინკი
ამა წლის 26 ოქტომბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარში ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა.
მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ:
დეკანოზები: ილარიონ კვიმსაძე და გიორგი კუპრაშვილი.
გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ:
დეკანოზები: მაკარ ქომეთიანი და დავით მეყანწიშვილი.
დეკანოზის ხარისხით დაჯილდოვდნენ:
მღვდლები: ხარება ჩიქოვანი და ზაბულონ მელაძე.
დეკანოზის ხარისხითა და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ:
მღვდლები: გრიგოლ გეგუჩაძე და ილია მეტონიძე.





































