გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის თბილისის საბაზისო მომზადების კურსი დასრულდა


f ლინკი
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის თბილისის რიგით 22-ე საბაზისო მომზადების კურსი დასრულდა. კურსდამთავრებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონია 26 ოქტომბერს, კრწანისში მდებარე სამასი არაგველის სახელობის ბაღში გაიმართა.
 
ღონისძიება მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის მეთაურმა, გიორგი რაზმაძემ გახსნა. აქ შეკრებილებს სიტყვით მიმართა აგრეთვე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა, ახალწვეულებს საბაზისო კურსის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
 
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონთან ერთად არაერთ პროექტს ახორციელებს.
 
საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება"
 
27.10.2025
 

მსგავსი განცხადებები: