f ლინკი
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და ორგანიზაცია „ახალგაზრდული სახლის“ მიერ დაიწყო ერთობლივი პროექტი აღნიშნული ცენტრის გაძლიერებისა, მის სივრცეში ღირებულებითი განათლების კლუბის დანერგვისა და სხვადასხვა აქტივობის განსახორციელებლად.
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ამა წლის 30 ოქტომბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები ეწვივნენ ორგანიზაციას, სადაც მხარეთა მიერ განხილულ იქნა სამოქმედო გეგმა, თუ როგორ გახდეს ცენტრი უფრო მოქნილი და ხელმისაწვდომი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ეს ესაჭიროებათ.

































