f ლინკი
საჯარო სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბის დაარსების მიზნით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გრძელდება სასულიერო პირთა გადამზადება.
ამა წლის 30 ოქტომბერს დაიწყო გადამზადების მეოთხე ეტაპი, რომელშიც მცხეთა-თბილისის ეპარქიის სასულიერო პირების მეოთხე ნაკადი ჩაერთო.
გადამზადება ორ კვირას გასტანს, რა დროსაც სასულიერო პირები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებისა და ფსიქოლოგების მიერ გაეცნობიან ღირებულებითი განათლების ძირითად პრინციპებს, არაფორმალური განათლების თავისებურებებსა და სწავლების თანამედროვე მიდგომებს, რაც დღეს მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და მათი აქტიური ჩართულობისთვის.
ფოტო: ნინო სოზაშვილი
























