f ლინკი
სასულიერო პირებმა უგულებელჰყვეს სინოდის მოწოდება სინანულისკენ და ბესარაბიის მიტროპოლიას შეუერთდნენ (რუმინეთის საპატრიარქო).
აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებას მოლდოვის მიტროპოლიის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.
სინოდმა მოისმინა კაგულისა და კომრატის მთავარეპისკოპოს ანატოლის მოხსენება და დაადგინა, რომ "მღვდლებმა თვითნებურად და კანონიკურად დაუსაბუთებლად დატოვეს მოლდოვას მიტროპოლიის იურისდიქცია და შეუერთდნენ სხვა რელიგიურ სტრუქტურას.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სასულიერო პირებს მიცემული ჰქონდათ დრო „გამოსასწორებლად და გულწრფელი სინანულისთვის“, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს.
სინოდის დადგენილებაში ასევე ხაზგასმულია, რომ მოლდოვას ეკლესია არ წარმოადგენს "რუსულ ეკლესიას", არამედ მთელ ქვეყანას და ერს; 1994 წლიდან მოქმედებს ავტონომიურად, მკაცრად იცავს რა კანონმდებლობას და სახარების პრინციპებს.
სინოდმა სასულიერო პირებსა და მორწმუნეებს ერთიანობისკენ, ხოლო პოლიტიკოსებს პასუხისმგებლობისა და პატივისცემისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ ეკლესიაზე თავდასხმები საზოგადოებრივი მშვიდობისთვის საშიშია და შეიძლება გამოიწვიოს რყევები და არეულობა, როგორც ეს უკვე მოხდა მეზობელ ქვეყნებში.
წყარო: spzh.eu; ru.mitropolia.md























