გაცნობითი შეხვედრა სკოლების დირექტორებთან და მასწავლებლებთან


f ლინკი
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში სასულიერო პირების გადამზადება გრძელდება.
 
ამა წლის 21 ნოემბერს საპატრიარქოში შედგა გაცნობითი შეხვედრა იმ სკოლების დირექტორებთან და მასწავლებლებთან, რომლებთანაც მომავალში უნდა დაარსდეს ღირებულებითი განათლების კლუბები.
 
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, მისმა მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა, ანი კუდუხაშვილმა და სხვა პირებმა.
 
ფოტო: ნინო სოზაშვილი

მსგავსი განცხადებები: