f ლინკი
"თეთრი სახლის რწმენის საკითხთა სამსახური უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის დევნაზე სასაუბროდ მართლმადიდებელი ეკლესიის ამერიკელ წარმომადგენლებს შეხვდება", - ინფორმაციას სააგენტო "Hill"-ი ავრცელებს.
გამომცემლობის ინფორმაციით, დელეგაციის წევრებმა აშშ-ის კონგრესის წევრებთან საუბრისას აღნიშნეს, რომ შეხვედრები დაგეგმილია სახელმწიფო დეპარტამენტშიც.
სააგენტოს თქმითვე, რესპუბლიკელი კანონმდებლების ნაწილი უკვე მოითხოვს აშშ-ის გენერალური პროკურორისგან, დაიწყოს გამოძიება რუსეთის ემიგრაციული ეკლესიის საქმიანობის თაობაზე. მათი აზრით, ვლადიმერ პუტინი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ომის გასამართლებელ იდეოლოგიურ იარაღად იყენებს.
თეთრი სახლის რწმენის საკითხთა სამსახური რეგულარულად ხვდება სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს, რათა განიხილონ რწმენასთან დაკავშირებული საკითხები აშშ-ში და მთელ მსოფლიოში.
წყარო: ria.ru; thehill.com























