f ლინკი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ს და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ვულოცავთ წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს.
აგრეთვე დღეს 8 წელი გავიდა მისი უწმინდესობის მიერ მიტროპოლიტ შიოს მოსაყდრედ გამორჩევიდან.
2017 წლის 23 ნოემბერს მისმა უწმინდესობამ ქაშუეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის წინ საკუთარი ბრძანება წაუკითხა სამღვდელოებასა და მორწმუნე მრევლს:
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დადგენილია მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)“.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ულოცავს მიტროპოლიტ შიოს ამ დიდი პატივის მინიჭებიდან რვა წლისთავს და უსურვებს მას ღვთის შეწევნას, წმინდა დიდმოწამე გიორგის მეოხებასა და მფარველობას მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართველი ერის სამსახურში.























