f ლინკი
შაბათს, 2025 წლის 22 ნოემბერს იერუსალიმის საპატრიარქოში სადღესასწაულოდ, თუმცა მოკრძალებულად აღინიშნა იერუსალიმის პატრიარქ თეოფილეს საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებიდან 20 წლის იუბილე.
ამ მოვლენასთან დაკავშირებით იერუსალიმის აღდგომის ტაძარში დოქსოლოგიის მსახურება ჩატარდა, რომელიც მისმა უნეტარესობამ აღასრულა, ადგილობრივი სამღვდელოებისა და საეროთა თანდასწრებით.
მსახურებას აგრეთვე ესწრებოდნენ საბერძნეთის განათლების მინისტრი სოფია ზახარაკი, იერუსალიმში საბერძნეთის გენერალური კონსული დიმიტრი ანგელოსოპულო და საკონსულოს სხვა წევრები, ისრაელში რუსეთის ელჩი ანატოლი ვიქტოროვი, ეგვიპტის ელჩი, ბელგიის გენერალური კონსული და რუსეთის მთავრობის წარმომადგენელი ელენა მილსკაია.
წყარო: https://www.romfea.gr/epikairotita-xronika/73215-20i-epeteios-enthroniseos-patriarxi-ierosolymon-theofilou-foto























