საპატრიარქოს წარმომადგენლები N 5 დაწესებულებაში ღონისძიებას დაესწრნენ


f ლინკი
ამა წლის 24 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები თბილისის N 5 დაწესებულებაში არასრულწლოვანი მსჯავრდადებულების მიერ გამართულ შემოქმედებით საღამოს დაესწრნენ. მონაწილეებმა მუსიკალური, საცეკვაო და თეატრალიზებული ნომრები წარმოადგინეს.
 
ღონისძიების დასრულების შემდეგ საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მსჯავრდადებულებს საჩუქრად საეკლესიო ნივთები და ტკბილეული გადასცეს.
 
ფოტო: სპეციალური პენიტენციური სამსახური

მსგავსი განცხადებები: