f ლინკი
ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის სამთავარეპისკოპოსოს წარმომადგენელი, ბრუკლინის ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ოზონი) სირიაში მიმდინარე პროცესებზე:
„სირიაში ვითარება ტრაგიკულია. ძალიან განვიცდით და თანავუგრძნობთ ჩვენს ძმებსა და დებს, რომლებიც ემსხვერპლნენ კონფლიქტს, განურჩევლად მათი რელიგიური კუთვნილებისა. ბევრ უდანაშაულო ადამიანს ხოცავენ. ეს უაზრობაა და ასე არ უნდა ხდებოდეს. საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანები, მუსულმანები და სხვა რელიგიური ჯგუფები მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ, მაგრამ როგორც ჩანს გამოჩნდა ვიღაც, ვისაც არ მოსწონს ხალხთა შორის მშვიდობა სირიაში და ახლო აღმოსავლეთში. ისინი თავიდან იცილებენ ადამიანთა ნაწილს, რათა მათი ტერიტორიები დაიკავონ.
ამჟამად სირიაში 3 მილიონი ქრისტიანი ცხოვრობს. ომის შემდეგ ბევრი იძულებული გახდა თავშესაფარი ეთხოვა საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, აშშ -ში, რუსეთში. იმედია იქ დროებით აპირებენ ცხოვრებას, სანამ კონფლიქტი არ დამთავრდება სირიაში. შემდეგ დაბრუნდებიან და მონაწილეობას მიიღებენ სირიის აღდგენაში.
მსურს საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდო დაეხმარონ სირიას. დაუმთავრებელი ომის ნაცვლად ყველა ერთად უნდა დასხდეს მაგიდასთან და მშვიდობიანი დიალოგის გზით მივიდნენ გადაწყვეტილებამდე. ეს არის ჩემი გზავნილი მათდამი. უნდა ვიცხოვროთ ძმობაში, ურთიერთპატივისცემით. ამას ასწავლის ქრისტიანობა, განსაკუთრებით მართლმადიდებლობა. ჩვენ არ გვყავს ჯარი, არ გვყავს სამხედრო-საჰაერო ძალები, არაფერი გვაქვს ჩვენი სულების დასაცავად გარდა ჩვენი უფლისადმი ლოცვებისა“.
წყარო: https://synod.com/synod/documents/art_syria.html























