f ლინკი
რომის კათოლიკური ეკლესიის ზაგრების სამთავარეპისკოპოსო შიშობს, რომ სასკოლო პროგრამა გენდერულ იდეოლოგიას ეფუძნება, განათლებას იდეოლოგიურ ექსპერიმენტად აქცევს და პიროვნების ქრისტიანულ გაგებას სპობს.
მთავარეპისკოპოსმა დრაჟენ კუტლეშამ აღნიშნა, რომ სკოლამ უნდა დაიცვას მოსწავლეები და არ აქციოს ისინი ადრეული, ანდაც გაურკვეველი სექსუალიზაციის მსხვერპლად. მშობლებს აქვთ კონსტიტუციური უფლება თავად განსაზღვრონ როგორ აღზარდონ შვილები და ასეთი დისკუსიებიდან მათი გამორიცხვა არ შეიძლება.
განცხადებაში წერია, რომ ეკლესია არაა წინააღმდეგი სამედიცინო კუთხით ცოდნის მიღების, მაგრამ გამოდის სკოლებში ისეთი იდეოლოგიური ელემენტების დანერგვის წინააღმდეგ, რომლებიც შეუთავსებელია ქრისტიანულ ანთროპოლოგიასთან.
წყარო: https://tribunechretienne.com/croatie-leglise-catholique-fait-preuve-de-fermete-face-a-lintroduction-dune-education-sexuelle-ideologique-dans-les-ecoles/























