f ლინკი
ამა წლის 18 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს თავდაცვის სამინისტროს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელები ესტუმრნენ.
ახალგაზრდა სტუდენტების გაცნობითი სახის ვიზიტის მიზანი ზოგადი ცოდნის გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება იყო. ისინი შეხვდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებს, გაეცნენ სამსახურისა და, ზოგადად, საპატრიარქოს სხვადასხვა განყოფილების მუშაობას.
შეხვედრამ მეტად გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ეკლესიის სტრუქტურას, საპატრიარქოსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მუშაობის პრინციპებს, უმცროს ოფიცერთა სკოლის დანიშნულებასა და მიზანს.




























