საკვირაო სკოლების შემაჯამებელი ღონისძიება


f ლინკი
ამა წლის 28 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გაიმართა საკვირაო სკოლების შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც სხვადასხვა ტაძრებთან არსებულმა ორმოცამდე საკვირაო სკოლამ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მუსიკალური ნომრები, აგრეთვე ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
 
ღონისძიების დასასრულს, მასში მონაწილე საკვირაო სკოლებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსგან (მუჯირი) მადლობის სიგელები გადაეცათ, რომლებიც მათ ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) გადასცა.
 
ფოტო: ნინო სოზაშვილი

მსგავსი განცხადებები: