f ლინკი
ამა წლის 28 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ცენტრის - „მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ 3 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიების მონაწილეებმა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, სამშვიდობო პოლიტიკის გააქტიურებასა და დიალოგში ახალგაზრდების როლის გაძლიერებაზე ისაუბრეს. ასევე აფხაზური ცენტრის მიერ სამი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეაჯამეს.
საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა წიგნის - „ალექსანდრე შერვაშიძე“ პრეზენტაცია, რომელიც ცნობილი აფხაზი ხელოვანის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.





























