კვიპროსში პაფოსის ახალი მიტროპოლიტის არჩევნების ჩატარება იგეგმება


f ლინკი
კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის თქმით, არჩევნები ახალი წესდების მიღების შემდეგ ჩატარდება, დაახლოებით 3-4 თვის განმავლობაში.
 
ახალი წესდების მიხედვით, დაგეგმილია საარჩევნო პროცესის დროის შემცირება მასში ერისკაცების მონაწილეობის შეზღუდვით. მთავარეპისკოპოს გიორგის განცხადებით, განახლებული პროცედურა უწინდელზე მარტივი და გამჭვირვალე იქნება. ასევე თავიდან აიცილებენ კამათსა და განხეთქილებას, მათ შორის სასულიერო პირებს შორის.
 
მიტროპოლიტ ტვიქიკესთან დაკავშირებით მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ თქვა, რომ მან არ გამოიყენა შესაძლებლობა ხელი მოეწერა რწმენის სიმბოლოსთვის; აგრეთვე არაერთი სააპელაციო საჩივარი შეიტანა როგორც სამოქალაქო სასამართლოში, ასევე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში. მიუხედავად ამისა, მას შეეძლება სამღვდელო ხარისხის შენარჩუნება თუკი შეიცვლის თავის პოზიციას.
 
მთავარეპისკოპოსი გიორგი თვლის, რომ მომხდარ ფაქტს არ შეულახავს კვიპროსის ეკლესიის რეპუტაცია.
 
წყარო: https://spzh.eu/ru

მსგავსი განცხადებები: