f ლინკი
ამა წლის 2 თებერვალს ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ლიპარტელიანი) ამბროლაურის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა:
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ლაზარე სოხაძე დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი) აღყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში და დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.























