f ლინკი
პარტია „ბერძნული პულსის“ ხელმძღვანელმა, ნიკოს პაპადოპულოსმა, მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ნახსენები "ხაფანგი“ პირადი ნომრების მინიჭებას გულისხმობს.
მისი თქმით, ტექნიკური რეგისტრაციის პროცედურების უკან იმალება მონაზვნობის დისკრედიტაციის კარგად გათვლილი გეგმა.
პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ამჟამად ათონელ ბერებს აიძულებენ, თავიანთი მონაზვნური სახელები მუნიციპალურ რეესტრებში შეიტანონ. ეს ინიციატივა პირდაპირ კავშირშია ახალი ციფრული პირადობის მოწმობების დანერგვასთან და მოქალაქეებისთვის „პირადი ნომრების“ მინიჭებასთან.
პაპადოპულოსი დარწმუნებულია, რომ ჩინოვნიკების საბოლოო მიზანია ბერის სასულიერო სტატუსსა და მის საერო კვალიფიკაციას შორის სამართლებრივი „შეუსაბამობის“ დადგენა, რათა შემდგომში ეს ზეწოლისთვის ან მონასტრების შიდა საქმეებში ჩარევისთვის გამოიყენონ.
"ამას მათ დასამცირებლად აკეთებენ" - აღნიშნა "ბერძნული პულსის" ლიდერმა და ათონელ ბერებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა. შეახსენა ათონის წმინდა მთის მკვიდრებს, რომ საქმის დაჭერა უწევთ ისეთ ხელისუფლებასთან, რომელიც ღიად დაუპირისპირდა წმინდა წერილს და ხმა მისცა "სოდომურ კანონს".























