UNESCO - სა და მისი მრჩეველი ორგანოების ექსპერტები საპატრიარქოს ეწვივნენ


f ლინკი
ამა წლის 11 მარტს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების, ICOMOS-ისა და ICCROM-ის წარმომადგენლები საპატრიარქოს ეწვივნენ.
 
სტუმრებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) უმასპინძლა.
 
საპატრიარქოს სტუმრობდნენ ICOMOS-ის ექსპერტი ალკივიადის პრეპისი, ICCROM-ის ექსპერტი სტეფან ბალიჩი და UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის განყოფილების პროგრამის სპეციალისტი ირენა კატე.
 
მხარეებმა მცხეთის ისტორიული და რელიგიური მემკვიდრეობის დაცვის გეგმა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, სივრცითი დაგეგმარება და მცხეთის გენერალური გეგმის საკითხები განიხილეს.
 
შეხვედრას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, დეკანოზი ბესარიონ მენაბდე, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი და ამხანაგობა „აქოლისის“ თავმჯდომარე აკაკი ზერეკიძე ესწრებოდნენ.
 
სტუმრებმა მიტროპოლიტ შიოს და წმინდა სინოდის წევრებს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებს საჩუქრად ჯვრები გადაეცათ.

მსგავსი განცხადებები: