საბერძნეთის მთავარეპისკოპოსის სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო


f ლინკი
ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსის, უნეტარეს იერონიმე II-ის სამძიმარი
 
ყოვლადუსამღვდელოესო, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტო, საქართველოს უწმინდესი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრევ, ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო და თანამწირველო, მეუფე შიო,
 
თქვენს ყოვლადუსამღვდელოესობას უფლის მიერ სიყვარულით მოვიკითხავთ და მივესალმებით.
 
ღრმა მწუხარებითა და გულისმიერი სინანულით შევიტყვეთ სრულიად საქართველოს ნეტარხსენებული პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, რომელიც თითქმის ორმოცდაათი წლის განმავლობაში ღვთივსათნოდ მწყემსავდა ქრისტეს ეკლესიას.
 
ამ დაუვიწყარმა პატრიარქმა, მღელვარე და მძიმე დროებაში თავი წარმოაჩინა რწმენის ურყევ სვეტად და ღვთის ერისა და მრევლის ფხიზელ მცველად; მისი ხმა იყო ერთადერთი ფხიზელი მოწოდება მშვიდობის, გონიერებისა და შერიგებისაკენ საყოველთაო არეულობასა და განხეთქილებათა შორის. ამიერიდან კი, უფლის ეს ერთგული მონა სიკვდილიდან სიცოცხლეში გადადის და ტოვებს წმინდა და შეუფასებელ მემკვიდრეობას.
 
ვევედრებით ყოვლადმოწყალე უფალს, რათა დაამკვიდროს მისი სული ქვეყანასა მას ცხოველთასა და მართალთა სავანეში, და განუსვენოს მას აბრაამის წიაღში.
 
საუკუნო იყოს ხსენება მისი.
 
ყოველივე ამასთან ერთად, გამოვხატავთ რა გულწრფელ სამძიმარს პირადად ჩვენი, ჩვენი წმინდა სინოდისა და სრულიად საბერძნეთის ეკლესიის სახელით, თქვენს ყოვლადუსამღვდელოესობას უფლის მიერ ვეამბორებით და ვრჩებით თქვენს მიმართ სიყვარულით.
 
ქრისტესმიერი საყვარელი ძმა,
 
იერონიმე II
 
ათენი, 2026 წლის 18 მარტი.

მსგავსი განცხადებები: