გარდაიცვალა სქემმონაზონი მოსე (კოკოლიშვილი)


f ლინკი
ამა წლის 19 აპრილს გარდაიცვალა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წევრი, სქემმონაზონი მოსე (კოკოლიშვილი).
 
სქემმონაზონი მოსე დაიკრძალება სამშაბათს, 21 აპრილს ამავე მონასტრის ეზოში.
 
მწუხარებას გამოვთქვამთ სქემმონაზონ მოსეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ რუის-ურბნისის ეპარქიას, მონასტრის საძმოს, განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.
 
უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.
 
გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული სქემმონაზონი მოსე.

მსგავსი განცხადებები: