ისრაელში განიხილება კანონი ბიბლიური სამარიის სიწმინდეების კონტროლის შესახებ


f ლინკი
ქნესეთის ინიციატივა ითვალისწინებს არქეოლოგიური და ქრისტიანული ობიექტების გადაცემას ქვეყნის მემკვიდრეობის სამინისტროს მართვაში.
 
ისრაელი წარადგენს კანონპროექტს იუდეასა და სამარიაში არსებული არქეოლოგიური და რელიგიური ობიექტების კონტროლის შესახებ. ამის შესახებ იუწყება theartnewspaper.
 
დოკუმენტი სახელწოდებით „იუდეასა და სამარიაში ებრაული მემკვიდრეობის მართვის შესახებ" უკვე გაიარა ქნესეთში სამი განხილვიდან პირველი. საბოლოო მიღების შემთხვევაში, რომაული, ბიზანტიური და ჯვაროსნების ეპოქის ძეგლების მართვა გადავა ისრაელის მემკვიდრეობის სამინისტროს ხელში. კანონი ასევე ითვალისწინებს უწყების უფლებას, შეიძინოს და ჩამოართვას მიწები და უძრავი ქონება დასავლეთ სანაპიროზე.
 
ინიციატივის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ საქმე მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვას არ ეხება, არამედ სადავო ტერიტორიებზე ისრაელის კონტროლის გაფართოებასაც. პალესტინის წარმომადგენლები და უფლებადამცველი ორგანიზაციები თვლიან, რომ დოკუმენტმა შეიძლება დასახლებების პოლიტიკის გაძლიერებას შეუწყოს ხელი.
 
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბიზანტიური პერიოდისა და ჯვაროსნების დროის ქრისტიანული სიწმინდეების ბედს. ნახსენებ ობიექტებს შორისაა სებასტიის სოფელში არსებული არქეოლოგიური კომპლექსი, სადაც სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ძეგლებია თავმოყრილი, მათ შორის ქრისტიანულიც.
 
ორგანიზაცია „ემეკ შავეს" საერთაშორისო ურთიერთობებისა და ინტერესების დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი ტაილა ეზრახი აცხადებს: „ისრაელი ამბობს, რომ მიწა ობიექტის დასაცავად უნდა ჩამოერთვას, თუმცა მას უკვე აქვს ამ ტერიტორიაზე გადაწყვეტილებების აღსასრულებლად საჭირო ყველა უფლებამოსილება. ჩამორთმევა რეალურად მიზნად ისახავს ობიექტის განაშენიანების გამარტივებას, გზის გაყვანას, რომელიც ისრაელელებს C ზონიდან ჩამოიყვანს და ტერიტორიის შემოღობვას, რათა პალესტინელებისთვის შესვლა შეუძლებელი იყოს. ჩამოთვლილი ზომებიდან არცერთი არ უკავშირდება დაცვას - პირიქით, ისინი პალესტინელების ამ ობიექტიდან განდევნის იარაღია."
 
წყარო: spzh.eu/ru

მსგავსი განცხადებები: