კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონი ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო


f ლინკი
ბატონი ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო
 
სახელოვან პოეტსა და კეთილშობილ პიროვნებას – ტარიელ ჭანტურიას ეთხოვება ჩვენი საზოგადოება.
 
მისი გულწრფელობით, სულიერი სიღრმითა და დახვეწილი პოეტური ენით გამორჩეული შემოქმედება ადამიანს მარადიულ ღირებულებებზე აფიქრებს.
 
იგი სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავმდაბალ შემოქმედად, რომელიც თავისი ხალასი იუმორითა და სითბოთი ყველას სიყვარულსა და სიკეთეს უზიარებდა.
 
აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიმადლოს მშვიდობა და ძალა მისთვის ლოცვისა.
 
შიო III
 
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
 
11 ივლისი, 2026 წელი

მსგავსი განცხადებები: