f ლინკი
ამა წლის 13 ივლისს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით, ამავე სამსახურის წარმომადგენელი, დეკანოზი გიორგი კალანდია და საპატრიარქოს მსჯავრდადებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ია იმერლიშვილი გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, იქ მყოფ უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდადებულებს, აგრეთვე არასრულწლოვან ბრალდებულებს პეტრე-პავლობა მიულოცეს და საჩუქრად წიგნები, სანთლები, ტანსაცმელი, ტკბილეული და ჰიგიენური საშუალებები გადასცეს.
მსგავსი ღონისძიებები პერმანენტულად ხორციელდება სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში.























